გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

რეალთან და ბარსასთან შეხვედრა გაუხარდათ | კოპა დელ რეის წილისყრის შედეგები

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შტაბ-ბინაში კოპა დელ რეის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და რამდენიმე საინტერესო წყვილი მივიღეთ. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საუკეთესო 16 გუნდში მოსახვედრად „კარტახენას“ დაუპირისპირდება.

კოპა დელ რეის მოქმედი გამარჯვებული, მადრიდის „რეალი“ საუკეთესოს ვინაობას „არანდინას“ წინააღმდეგ გაარკვევს. „არანდინამ“, რომელიც რანგით მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს, 1/32-ფინალში „კადისს“ აჯობა და მის ფეხბურთელებს „სამეფო კლუბთან“ შეხვედრა ძალიან გაუხარდათ.

„რეალის“ მსგავსი მეტოქე ჰყავს „ბარსელონას“. „ბლაუგრანა“ „ბარბასტროს“ დაუპირისპირდება, რომელიც ასევე მეოთხე დივიზიონის მკვიდრია და კატალონიურ გრანდთან მატჩი მის ფეხბურთელებსაც ძალიან გაუხარდათ.

გეტყვით იმასაც, რომ დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოს“ მეტოქე „ლუგო“ გახლავთ. „სოსიედადი“ „მალაგას“ დაუპირისპირდება, „ჟირონა“ – „ელჩეს“, „ბეტისი“ – „ალავესს, „სევილია“ კი „რასინგ დე ფეროლს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Transfermarkt-მა ფასები განაახლა | გოჩოლეიშვილისა და აზაროვის პროგრესი
Transfermarkt-მა ფასები განაახლა | გოჩოლეიშვილისა და აზაროვის პროგრესი