„შეხედეთ მესის, ის აუტისტია და მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანია...“
Aa
Aa

„შეხედეთ მესის, ის აუტისტია და მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანია...“

პუერტო რიკოელმა რეპერმა ანუელ AA-მ ლეო მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არგენტინელი აუტისტია.

Billboard-ის პრემიის ლაურეატმა იუთუბზე პოდკასტში ლეოს აუტიზმის შესახებ ისაუბრა. ინტერვიუ აპრილში ჩაწერეს, აუტიზმის ცნობიერების ამაღლების თვეში, მაგრამ ჟურნალისტმა ტონი ერნანდეს პუმარეხომ ის მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა.

„უბრალოდ შეხედეთ მესის. მესი არის აუტისტი და ის არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი მსოფლიოში. აი რატომ არ ვთვლი აუტიზმს დაავადებად.

მესის პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მას სამჯერ შევხვდი და პირველი რაც დავინახე ის იყო, რომ თავმდაბალი ადამიანია. როცა ხედავ, როგორი ადამიანია მესი, შენ უბრალოდ საკუთარი თავის გრცხვენია. მას შემდეგ ვცდილობ უკეთესი ადამიანი გავხდე“,

- განაცხადა რეპერმა.

ანუელ AA-ის სიტყვები მისი პირადი მოსაზრებაა. მესის აუტიზმთან დაკავშირებით სანდო მონაცემები არ არსებობს. თუმცა, დღემდე არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ლეოს აუტიზმი მსუბუქი ფორმით აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენცო: მბაპემ გვანიშნა, რომ მოგვკლავდა, ფინალს ისინი მოიგებდნენ
ენცო: მბაპემ გვანიშნა, რომ მოგვკლავდა, ფინალს ისინი მოიგებდნენ