გიორგი ქინქლაძე
Aa
Aa

სიტის საუკეთესო ტრანსფერები | რომელ ადგილზეა ქინქლაძე FourFourTwo-ს რეიტინგში

ცნოობილმა ბრიტანულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და „მანჩესტერ სიტის“ ყველა დროის ტოპ ტრანსფერები დაასახელა. FourFourTwo-მ 33 ფეხბურთელი გამოარჩია და ერთ-ერთი გიორგი ქინქლაძე გახლავთ, რომელიც 23-ე ადგილზე გაიყვანა.

„ქართველი შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ სიტის გულშემატკივრებს თვალისმომჭრელი დრიბლინგითა და შთამბეჭდავი გოლების გატანის ალღოთი აღაფრთოვანებდა. დინამო თბილისიდან, 1995 წელს ნაყიდი ფეხბურთელი 1996 და 1997 წლებში სიტის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და BBC-ის თვის საუკეთესო გოლის გამოკითხვაში ორჯერ გაიმარჯვა. მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი საუთჰემპტონის წინააღმდეგ შეგდებული ბურთი იყო“, - წერს FourFourTwo.

ბრიტანული ჟურნალის მიხედვით, „სიტის“ ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერი დავიდ სილვას შეძენაა. მეორე პოზიციას კოლინ ბელი იკავებს, მესამეზე სერხიო აგუეროს ვხედავთ, მეოთხე ადგილზე კევინ დე ბრუინია გამწესებული, ხოლო მეხუთე ფრენსის ლი გახლავთ.

6) ვინსენ კომპანი

7) იაია ტურე

8) ფერნანდინიო

9) მაიკ სამერბი

10) ერლინგ ჰოლანდი

11) ედერსონი

12) ტონი ბუკი

13) ბერტ ტრაუტმანი

14) ერიკ ბრუკი

15) კაილ უოკერი

16) ჯონ სტოუნსი

17) როდრი

18) პიტერ დოჰერტი

19) ბილი მერედიტი

20) კენ ბარნსი

21) ბერნარდუ სილვა

22) კარლოს ტევესი

23) გიორგი ქინქლაძე

24) ედინ ჯეკო

25) ჯო ჰარტი

26) ბრაიან კიდი

27) დენის ლოუ

28) პაბლო საბალეტა

29) რიად მაჰრეზი

30) დენის ტუარტი

31) გაბრიელ ჟეზუში

32) ჯეკ გრილიში

33) პოლ დიკოვი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა შემთხვევაში გაყიდიან მამარდაშვილს | ვალენსიას სატრანსფერო გეგმები
რა შემთხვევაში გაყიდიან მამარდაშვილს | ვალენსიას სატრანსფერო გეგმები