ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

უცნაური მომენტი | ჰოლანდს მაისური პირველი ტაიმის შემდეგ სთხოვეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ კედლებში „იანგ ბოიზს“ დაუპირისპირდა. პეპ გუარდიოლას ბიჭებმა მარტივად იმარჯვეს და მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს - 3:0. „ქალაქელთა“ მხრიდან დუბლით ერლინგ ჰოლანდი გამოირჩა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საწყისი ნახევრის დასრულების მანიშნებელი სასტვენის შემდეგ, ჰოლანდი გასახდელისკენ მიემართებოდა, როცა მასთან „იანგ ბოიზის“ კაპიტანი, მოჰამედ ალი კამარა უცნაური თხოვნით მივიდა. როგორც წესი, ფეხბურთელები მაისურებს მატჩების დასრულების შემდეგ ცვლიან ხოლმე, მაგრამ კამარამ გადაწყვიტა, მომენტით ესარგებლა და ჰოლანდს მაისური მეორე ტაიმის დაწყებამდე სთხოვა.

„ამის გაკეთება არ შეიძლება“, - უპასუხა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა „იანგ ბოიზის“ კაპიტანს, მაგრამ კეთილი ნება გამოიჩინა და მას მაისური მაინც უსახსოვრა. სხვათა შორის, მატჩის მიმდინარეობისას ჰოლანდს სწორედ კამარა მეურვეობდა და ალბათ, ძალიან გაუხარდა, რომ გუარდიოლამ ერლინგი 61-ე წუთზე გაიყვანა.

ცნობისთვის, 4 ტურის შემდეგ, „სიტის“ 12 ქულა აქვს და მერვედფინალში გასვლა გაინაღდა. „ქალაქელები“ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს გამართავენ და საკუთარ კედლებში „ლაიფციგს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნომერ პირველი სისულელე“ | მერაბი ომალი VS ვერას ჩხუბის ჩანიშვნას გამოეხმაურა
„ნომერ პირველი სისულელე“ | მერაბი ომალი VS ვერას ჩხუბის ჩანიშვნას გამოეხმაურა