ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ - ენრიკე მილანთან მატჩზე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართება. ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი „სან სიროზე“ ჩატარდება, სადაც „მილანი“ პსჟ-ს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ენრიკემ:

გუნდის დამოკიდებულებით პირველივე დღიდან კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებთ, მაშინაც კი, თუ რამე გვაქვს გასაუმჯობესებელი. პროგრესი აშკარაა. გუნდს ბრძოლის სურვილი აქვს და ეს მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვსწავლობთ, თუ როგორ თამაშობენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ყოველთვის გვაქვს ძალიან მკაფიო მიზანი, რომლითაც მოწინააღმდეგეს მასთან ადაპტირებას ვაიძულებთ.

მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ. ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებით, ისტორიულ სტადიონზე და საკმაოდ რთულ ჯგუფში. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან და შესანიშნავი თამაშის სურვილი აქვთ. ნათელი წარმოდგენა გვაქვს და გვინდა, რომ ბურთი „მილანზე“ მეტ ხანს გვქონდეს და ასევე, მეტი შანსი შევქმნათ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და პსჟ-ს შეხვედრა 7 ნოემბერს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები