ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

მესამე ფინალი დასკვნით დღეს! - ბექაურიც ოქროსთვის იბრძოლებს

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, -90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

ტურნირის ნახევარფინალში მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნიდერლანდელი ვან ტენდი დამაჯერებლად ვაზარით დაამარცხა და ფინალში გასვლა შეძლო, სადაც სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ბექაურის გარდა ფინალში ასპარეზობის უფლება ილია სულამანიძემ (-100 კგ.) და გურამ თუშიშვილმაც (-100 კგ.) მოიპოვეს. ფინალური ბლოკი საქართველოს დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები