ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი: გუნდისთვის 100%-ს ვდებ, სულ ერთია კლუბში ვარ, თუ ნაკრებში

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ შინ „მირანდესს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში ფრედ 2:2 ითამაშა.

ქართველმა ნახევარმცველმა 26-ე წუთზე ჯარიმიდან გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

საბოლოოდ, „ლევანტე“, რომელიც 56-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იყო, 62-ე წუთზე მაინც დაწინაურდა, მაგრამ 94-ე წუთზე მაინც გაუშვეს და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგეს.

ქოჩორაშვილმა გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება (7.4) მიიღო. მან 90 წუთი ითამაშა და მატჩის შემდეგ პრესასთანაც ისაუბრა.

„დასანანია, რადგან 97 წუთამდე ყველაფერი ვცადეთ. ჩვენ 10 მოთამაშით ვიყავით დარჩენილები. თუმცა გუნდის ძალისხმევით ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ყოველთვის გულსატკენია, როცა ბოლო წუთებზე გოლს უშვებ.

ჩემი გოლი ჯარიმიდან არის ის, რაზეც სახლში ბევრი მიფიქრია. გონებაში ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე, რომ სიუტატზე გავიტანე და ქომაგებთან ერთად აღვნიშნავდი. როცა გოლი გამარჯვებაში არ გეხმარება, სხვა განცდა გეუფლება.

ყოველთვის ვცდილობ ჩემი 100% დავდო. მნიშვნელობა არ აქვს კლუბში ვარ, თუ ნაკრებში. ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო ჩემი გუნდელებისთვის და დავეხმარო მწვრთნელს. ძალიან ამაყი ვარ და ჩემი საქმის კეთებას გავაგრძელებ.

მსაჯობა? ვცდილობ ამაზე არ ვისაუბრო. არიან ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში უფრო კომპეტენტურები არიან, ისინი უკეთ შეაფასებენ. მინდვრიდან ვერ ვისაუბრებ, ტელევიზორში უკეთ გამოჩნდება“.

ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში 11 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 2 გოლია.

„ლევანტე“ ცხრილში 24 ქულით მე-6 ადგილზეა. ვალენსიელები ლიდერებს 3-4 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს პენალტი არ დაუნიშნეს - ბორდო გასავარდნ ზონაში დაქვეითდა
ზურიკოს პენალტი არ დაუნიშნეს - ბორდო გასავარდნ ზონაში დაქვეითდა