ტრაგედია მარადონაზე | 42 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
Aa
Aa

ტრაგედია მარადონაზე | 42 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდა. მატჩი ნეაპოლში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართა, მისი დასრულების შემდეგ კი იტალიურ პრესაში ტრაგიკული ამბის შესახებ დაიწერა.

Corriere dello Sport-ისა და La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, მატჩის შემდეგ, „მარადონას“ მიმდებარე ტერიტორიაზე 42 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას ბილეთი არ ჰქონდა და ტრიბუნებზე ასვლა გაუქმებული საპარკინგე სივრციდან სცადა, რომელიც სტუმართა სექტორის ქვემოთ მდებარეობს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იგი ტრიბუნებზე აძრომას ცდილობდა, რა დროსაც დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. 42 წლის მამაკაცი ნეაპოლში მცხოვრები ანტონიო სკოტო დი ლუციო გახლდათ და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა. „პარტენოპეის“ 10 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. „როსონერი“ 22 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ისიამოვნეთ და შეირგეთ გამარჯვება“ - კინმა ჰოლანდი და პეპი გააკრიტიკა
“ისიამოვნეთ და შეირგეთ გამარჯვება“ - კინმა ჰოლანდი და პეპი გააკრიტიკა