გიორგი მიქაუტაძე, პსვ, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

მარცხი პსვ-სთან და ბოლო ადგილი - აიაქსის კოშმარი გრძელდება

ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი მიქაუტაძის „აიაქსი“ სტუმრად პსვ-ს დაუპირისპირდა და 7-გოლიან შეხვედრაში 5:2 განადგურდა.

ამსტერდამელები ორჯერ იგებნდენ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და საბოლოოდ, მიმდინარე სეზონში მორიგი მარცხი გაიფორმეს.

„აიაქსი“ მე-10 წუთზე, ვან დენ ბომენმა შორეული დარტყმით გახსნა, რომელსაც მე-20 წუთზე ირვინ ლოზანომ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ტაიმის მიწურულს, სტუმრები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, ამჯერად ბრობის გოლით და ტაიმი გამარჯვებით დაასრულეს.

მეორე ნახევარში პსვ-მ მეტოქეს შანსი ფაქტობრივად არცერთ კომპონენტში არ დაუტოვა და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. წონასწორობა 49-ე წუთზე ლუკ დე იონგმა აღადგინა, რომელსაც ზუსტად 3 წუთში საიბარის გოლიც მოჰყვა. მე-60 წუთზე ირვინ ლოზანომ მეტოქის კარში დუბლი შეასრულა, 72-ე წუთზე კი ჰეთ-თრიკი გაიფრომა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ქართველი ფეხბურთელი „აიაქსის“ სამატჩო განაცხადში იყო, თუმცა, სამწუხაროდ ამსტერდამელთა ახალმა მწვრთნელმა, ჰედვიგს მადურომ მოედანზე არ შეუშვა.

10 ტურის შემდეგ, „აიაქსი“ ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 5 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. ამსტერდამულ გუნდს ჩემპიონატში ზედიზედ 5 წაგება აქვს, ასევე 2 ფრე და 1 მოგება. მიქატუაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა 2 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ვოლენდამის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბელინგემმა ზიდანის მიღწევა გააუმჯობესა
ბელინგემმა ზიდანის მიღწევა გააუმჯობესა