გიორგი ელბაქიძე, ვლადიმერ გამყრელიძე
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 2 მედლით დაასრულა

ტირანაში 23 წლამდე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ჩემპიონატის პრიზიორები ვლადიმერ გამყრელიძე და გიორგი ელბაქიძე გახდნენ.

70 კილოგრამ წონით კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ელბაქიძე ბურაქ სინინს დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

გიორგი ელბაქიძე

79 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გამყრელიძემ ბრინჯაოს მედალი ბელარუს მოჭიდავესთან ძიმიტრი ძენისენიასთან დაპირისპირებაში მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა მოწინააღმდეგეს ანგარიშით 10:0 სძლია.

ვლადიმერ გამყრელიძე

ხვალიდან ალბანურ ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. საქართველოს სახელით კი გიორგი თოხაძე, რომეო ბერიძე, გიორგი შოთაძე, დიეგო ჩხიკვაძე, ოთარ აბულაძე, ხვიჩა ანანიძე, საბა მამალაძე, აჩიკო ბოლქვაძე, ლაშა ტვილდიანი, გიორგი ცოფურაშვილი იასპარეზებენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ვეტერანი მოჭიდავეების წარმატება | 2 ოქრო და 2 ვერცხლი
ქართველი ვეტერანი მოჭიდავეების წარმატება | 2 ოქრო და 2 ვერცხლი