ლევან შენგელია, პანეტოლიკოსი
Aa
Aa

მაგარი მომენტი შექმნა - შენგელიას კარგი თამაში საბერძნეთში

საბერძნეთის სუპერ ლიგის მე-8 ტურში „პანეტოლიკოსმა’’ შინ „ვოლოსი’’ 2:0 დაამარცხა. ლევან შენგელია სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო. გოლი არ გაუტანია, თუმცა ერთხელ სახიფათოდ დაარტყა, ორჯერ კი კარგი გადაცემა შეასრულა.

განსაკუთრებით აღსანიშნავი 89-ე წუთის ეპიზოდია, როცა ქართველმა გარემარბმა სწრაფი კონტრშეტევა განავითარა, თუმცა თანაგუნდელმა რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. ანალოგიური რამ ოფი-სთან და „ლამიასთან'' შეხვედრებშიც მოხდა, როცა შენგელიამ თანაგუნდელებს მაგარი მომენტი შეუქმნა, თუმცა ვერ შეაგდეს.

შენგელიას თამაში „ვოლოსთან''

27 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში სუპერ ლიგის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სასტარტოში მხოლოდ სამჯერ მოხვდა, საერთო ჯამში 359 წუთი ითამაშა. ამ სეზონში ერთადერთი ყვითელი ბარათი „პანათინაიკოსთან'' მიიღო, როცა მისი გუნდი საკუთარ კედლებში 0:5 დამარცხდა.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლმა ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის შენგელია ეროვნულ ნაკრებში დააბრუნა, ტაილანდთან და კვიპროსთან „ვინგბექად'' ათამაშა, ლევანს კარგი დარტყმა აქვს და კვიპროსს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები