ნაპოლი, ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი, რუდი გარსია
Aa
Aa

გამოსაცდელი 3 მატჩი - დე ლაურენტისმა რუდი გარსიას კონკრეტული დრო მისცა

იტალიური მედიის ინფორმაციით, დღეს აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს შეხვდა და პირადი პირობები შესთავაზა, რაზეც „ნაპოლის“ პრეზიდენტმა უარი მიიღო.

როგორც ჩანს, კონტე „პარტენოპეის“ არ გაწვრთნის. გამოცემა AreaNapoli კი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ, აურელიო რუდი გარსიას შეხვდა. წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა ფრანგ სპეციალისტს 3 მატჩი მისცა. თუ „ნაპოლის“ თამაში და შედეგები ამ სამ თამაშში არ გამოსწორდება, მხარეებს შორის თანამშრომლობა შეწყდება.

შეგახსენებთ, რომ იტალიის მოქმედი ჩემპიონი შემდეგ სამ მატჩს „ვერონას“(სტუმრად), „უნიონ ბერლინის“(სტუმრად) და „მილანის“(სახლში) წინააღმდეგ გამართავს.

ამ მომენტისთვის კი „ნაპოლი“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 14 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „მილანს“ 7 ქულით ჩამორჩება.

ასევე შეგახსენებთ, უკანასკნელ ტურში, „ნაპოლი“ „ფიორენტინასთან“ 1:3 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეთანხმება არ მიღწეულა“ - კონტესა და დე ლაურენტისის შეხვედრა შედგა
„შეთანხმება არ მიღწეულა“ - კონტესა და დე ლაურენტისის შეხვედრა შედგა