გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

გოლი და საგოლე პასი - გულიაშვილის მაგარი მატჩი ბოსნიაში

ბოსნია-ჰერცეგოვინას ჩემპიონატის მე-7 ტურში „იგმანი“ შინ „ველეჟთან“ 2:4 დამარცხდა.

გამარჯვებულთა სასტარტოში 22 წლის ქართველმა შემტევმა გიორგი გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მის აქტივში გოლი და საგოლე პასია, საერთო ჯამში სამი გოლის შექმნაში მონაწილეობდა.

„იგმანმა“ მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა. მე-20 წუთზე გიორგი გულიაშვილის აქტიურ თამაშსა და ჩაწოდებას გოლი მოჰყვა. 29-ე წუთზე გულიაშვილმა საგოლე პასი შეასრულა და ანგარიში „ველეჟის“ სასარგებლოდ 1:2 გახდა.

ქართველმა შემტევმა გოლი მეორე ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე გაიტანა, ლამაზი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

„ველეჟ მოსტარმა“ 6 ტურში 11 ქულა დააგროვა, ამ მომენტისთვის მეორე ადგილზეა და „სარაევოს“ 2 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, გიორგი გულიაშვილი „სარაევოს“ საკუთრებაა და „ველეჟში“ ერთწლიანი იჯარით თამაშობს.

22 წლის ქართველი შემტევი „სარაევოში“ გასულ ზამთარში გადავიდა, ყველა ტურნირის ჩათვლით 12 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი შეასრულა. 12-დან მხოლოდ ხუთ შეხვედრაში მოხვდა სასტარტო 11-ეულში. მცირე სათამაშო დროის გამო გასულ ზაფხულში „ველეჟში“ გადასვლა გადაწყვიტა.

მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, საქართველოში გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა და ბელგიის ნაკრებთან გატანილი გოლით გუნდი მარცხისგან იხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები