“მინდა ამით ვისიამოვნო“ - იამალი საქართველოსთან და კვიპროსთან მატჩის წინ
Aa
Aa

“მინდა ამით ვისიამოვნო“ - იამალი საქართველოსთან და კვიპროსთან მატჩის წინ

როგორც მოგეხსენებათ, 8 სექტემბერს საქართველო ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. აღნიშნული დაპირისპირებისთვის, „ფურია როხას“ ნაკრებში „ბარსელონას“ 16 წლის ფეხბურთელი ლამინ იამალი გამოიძახეს.

არის ალბათობა, რომ იამალს სანაკრებო დებიუტი სწორედ „ჯვაროსნებთან“ ჰქონდეს. ამასთან დაკავშირებით ლამინმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

იამალი:

„ჩემს კარიერაში წარმოუდგენელი მომენტი დადგა და მინდა ამით ვისიამოვნო. ყოველთვის ვესაუბრები ბალდეს, რომელიც მეუბნება, რომ არ გავჩერდე და სიამოვნება მივიღო. გავი და პედრიც მუდამ მამხნევებენ და მეუბნებიან, რომ შიშის გარეშე ვითამაშო. არ ვიცი მომეცემა, თუ არა საქართველოსთან ან კვიპროსთან თამაშის საშუალება, თუმცა ახლა ძალიან ამაყი ვარ.“

როგორც უკვე მოგახსენეთ, „ჯვაროსნებისა“ და „ფურია“ როხას დაპირისპირება 8 სექტემბრით თარიღდება. ესპანეთის ნაკრები საქართველოს შემდეგ, 12 სექტემბერს კვიპროსს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
215 მილიონი სალაჰისთვის - ალ იტიჰადი ბოლო შეთავაზებას ამზადებს
215 მილიონი სალაჰისთვის - ალ იტიჰადი ბოლო შეთავაზებას ამზადებს