ლაციო, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

“თავიდან კარგად დაიწყო, შემდეგ გაქრა“ - რუდი გარსია კვარაზე

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ნაპოლიმ“ „ლაციოს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გარსია:

„პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიშში უპირატესობა დავიმსახურეთ. დიდებულად ვითამაშეთ და წინ ვერ გავედით. „ლაციომ“ ერთი მომენტი შექმნა და გამოიყენა. მეორე ტაიმში ისე ვითამაშეთ, რომ გამარჯვება არ დავიმსახურეთ. ჩემმა ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ, რომ, თუ მოგება არ შეუძლიათ, მაშინ არც უნდა წააგონ.

პირველ ტაიმში პრესინგზე კარგად ვთამაშობდით და მეორე სართულზე იდეალურად ვიბრძოდით. ვფიქრობ, გარკვეულ სიტუაციებში უკეთ გამოსვლა გვმართებდა. კვარა? მან კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ გაქრა. ვიცოდით, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო. მატჩის წინ, მას ველაპარაკე. მის გამო ბედნიერი ვარ, რადგან მან ყველას აჩვენა, თუ რა დონეზე შეუძლია შექმნას განსხვავება სხვა გუნდებთან. პირველი ტაიმი მასაც კარგი ჰქონდა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „პარტენოპეის“ 6 ქულა დარჩა და ჯერჯერობით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ „ჯენოას“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 16 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

ხვიჩას ყველა მომენტი ლაციოსთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და საგოლე პასი - კიტეიშვილმა შტურმს მოაგებინა
გოლი და საგოლე პასი - კიტეიშვილმა შტურმს მოაგებინა