ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ეს დროის ამბავია“ - ჰოლოუეიმ თოფურიას უპასუხა

გასულ უქმეებზე, სინგაპურში გამართული UFC Fight Night-ის მთავარი ბრძოლა ქვემსუბუქ წონაში „კორეელ ზომბისა“ და მაქს ჰოლოუეის ჩხუბი იყო. ამ შეხვედრაში, ამერიკელმა მებრძოლმა „ზომბი“ მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული გამარჯვება ჩაიწერა.

ჰოლოუეის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ამავე წონის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია გამოეხმაურა. „მატადორმა“ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით „კორეელ ზომბისა“ და „დალოცვილი“ მაქსის მისამართით პატივისცემა გამოხატა და კარიერის დასრულებისკენ მოუწოდა, სანაცვლოდ კი სატიტულო ბრძოლაზე საჩხუბრად ალექსანდერ ვოლკანოვსკი გამოიწვია და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ახალ ჩემპიონს, შონ ომალისაც მიმართა.

თოფურიას პოსტიდან რამდენიმე წუთში „ზომბიმ“ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, ჰოლოუეიმ კი ქართველ მებრძოლს დღეს, ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა.

„მადლობა პატივისცემისთვის, მაგრამ ყველაფერს დრო გადაწყვეტს, lol“, - დაწერა ჰოლოუეიმ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლოს 2023 წლის ივნისში იჩხუბა და ჯოშ ემეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ, „მატადორმა“ საჩემპიონო ბრძოლაში ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის მრავალგზის ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი გამოიწვია, სხვა შემთხვევაში კი მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლა მოითხოვა იმ პირობით, თუ ჩხუბი ესპანეთში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს ვერ გაუმკლავდები“ | თოფურიასა და ომალის სიტყვების ომი ტვიტერზე
„მერაბს ვერ გაუმკლავდები“ | თოფურიასა და ომალის სიტყვების ომი ტვიტერზე