ლივერპული, ბრაიტონი, მოიზეს კაისედო
Aa
Aa

სარეკორდო თანხა ბრიტანულ ფეხბურთში - კაისედო ლივერპულში ითამაშებს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ''ლივერპული'' ''ბრაიტონს'' მოიზეს კაისედოს ტრანსფერზე შეუთანხმდა.''მერსისაიდელები'' 21 წლის ეკვადორელის სანაცვლოდ ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო თანხას - 110 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან.

ასევე გეტყვით, რომ 2018 წელს ''ლივერპულმა'' ვირჯილ ვან დეიკი კლუბისთვის სარეკორდო თანხად, 75 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა. კაისედოს დამატებით ''ლივერპულის'' სატრანსფერო რეკორდიც მოიხსნება.

კაისედოს ტრანსფერზე ლონდონის ''ჩელსიც'' მუშაობა, ''არისტოკრატები'' 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიდნენ, თუმცა ''ლივერპულმა'' ''ბრაიტონს'' უფრო სარფიანი წინადადება შესთავაზა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, კაისედო ''ლივერპულის'' ფეხბურთელი დღეს გახდება.

კაისედო 2021 წლის ზამთრიდან ''ბრაიტონის'' ფეხბურთელია, პრემიერლიგაში ჩატარებულ 45 თამაშში 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები