ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ჩემი მემკვიდრეობისთვის ძალიან კარგი იქნება“ | ევლოევს ილიასთან ჩხუბი უნდა

UFC-ის რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და „ელ მატადორთან“ ჩხუბის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. ევლოევის თქმით, თოფურიამ მომდევნო ბრძოლა მასთან უნდა გამართოს, რათა ქამრის ნომერ პირველი პრეტენდენტი გამოვლინდეს.

„ვოლკანოვსკის თხოვნა, რომ ილიას არავინ შეხვდეს, რათა პირველმა მან დაამარცხოს? მატჩმეიკერი რომ ვიყო, ქამრის პრეტენდენტობისთვის ჩემი და ილიას ჩხუბის ხილვას ვისურვებდი, რათა ჩვენი წყვილის გამარჯვებულს საჩემპიონო ბრძოლა მიეღო. ალბათ, ეს ჩემი ორი საოცნებო ჩხუბია (ჯერ ილია, შემდეგ ქამრისთვის ვოლკთან). ჩემი მემკვიდრეობისთვის ძალიან კარგი იქნება, ისეთი სახიფათო მებრძოლის დამარცხება, როგორიც თოფურიაა“.

შეგახსენებთ, რომ ევლოევი დაუმარცხებელი მებრძოლია და 17-დან 17 გამარჯვება აქვს. ბოლოს მან UFC 288-ის ფარგლებში, 6 მაისს იჩხუბა და დიეგო ლოპესს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. მოვსარს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს გამართული და მეტოქე არც ერთხელ დაუფინიშებია, ყველა ბრძოლაში საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა.

ცნობისთვის, მოვსარ ევლოევი და ილია თოფურია არაერთხელ დაჰპირისპირებიან ერთმანეთს სოციალურ ქსელში და მებრძოლები აქტიურად საუბრობენ ერთმანეთთან ოქტაგონზე შეხვედრაზე. რუსი მებრძოლი UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგში მე-10 ნომერია, ილია თოფურია კი ემეტთან გამარჯვების შემდეგ მე-5 პოზიციაზე აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
12 ყვითელი, 2 წითელი და დი მარიას ეფექტური გოლი - ბენფიკამ სუპერ თასი მოიგო
12 ყვითელი, 2 წითელი და დი მარიას ეფექტური გოლი - ბენფიკამ სუპერ თასი მოიგო