ჯანლუიჯი ბუფონი
Aa
Aa

ფეხბურთში ბრუნდება - ბუფონი იტალიის ნაკრებში იმუშავებს

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა, თუმცა, როგორც ჩანს ფეხბურთიდან არ მიდის და მისი ცხოვრება კვლავ ამ სპორტთან იქნება დაკავშირებული.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლეგენდარული ყოფილი მეკარე „სკუადრა აძურაში“ იმუშავებს. ჯიჯი ჯანლუკა ვიალის ადგილს დაიკავებს და იტალიის ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება.

ბუფონი:

„მე ვბრუნდები ეროვნულ ნაკრებში, რადგან იმ ბავშვს, რომელიც 30 წლის წინ კოვერჩიანოს სავარჯიშო მოედანზე პირველად გავიდა, ისევ სურს იოცნებოს და იცხოვროს ამ ოცნებით იტალიელ გულშემატკივრებთან ერთად.“

- განაცხადა ბუფონმა

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯიმ კარიერის უკანასკნელი წლები „პარმაში“ გაატარა. მას საუდის არაბეთის ლიგაში ეპატიჟებოდნენ, თუმცა ბუფონმა საკმაოდ დიდ ფულზე უარი თქვა და კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: რასმუს ჰოილუნდი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია
ოფიციალურად: რასმუს ჰოილუნდი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია