ჯანლუიჯი ბუფონი
Aa
Aa

ლეგენდა წავიდა - ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერა დაასრულა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა 45 წლის ასაკში 28-წლიანი კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ბუფონი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები „იუვენტუსში“ გაატარა, 2021 წელს „პარმაში“ დაბრუნდა და კარიერა მშობლიურ კლუბში დაასრულა, სადაც პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მას „პარმასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, თუმცა მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ბუფონი „პარმაში“ (1995-2001, 20021-23), „იუვენტუსსა“ (2001-18, 2019-21) და პსჟ-ში (2018-19) თამაშობდა. უამრავი რეკორდის ავტორმა ტურინულ გრანდთან ერთად სერია ა 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი სამჯერ დამარცხდა (2002-03, 2014-15, 2016-17).

იტალიის ეროვნულ ნაკრებში 176 მატჩი ჩაატარა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონია, ევრო 2012-ის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა, 2013 წელს კი კონფედერაციის თასზე მესამე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში ჯანლუიჯი ბუფონს საუდის არაბეთში იწვევდნენ, თუმცა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა სარფიან წინადადებაზე უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები