„პირატები ვტოვებთ ტრიბუნას!“ | დინამო ბათუმის ფან-კლუბის განცხადება
Aa
Aa

„პირატები ვტოვებთ ტრიბუნას!“ | დინამო ბათუმის ფან-კლუბის განცხადება

„დინამო ბათუმის“ ფან-კლუბმა, „შავი ზღვის პირატებმა“ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და აჭარული გუნდის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება გააპროტესტა. „დინამო ბათუმის“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გია გეგუჩაძის გაშვებაზე უარი განაცხადა, რის გამოც, „შავი ზღვის პირატების“ წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, მატჩებს აღარ დაესწრონ.

„ვინაიდან და რადგანაც დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ არ მიიღო ჩვენი აზრით გონივრული გადაწყვეტილება, საჭიროდ ჩავთვალეთ პირველებს ისევ ჩვენ გვემოქმედა. კლუბის ხელმძღვანელობასთან და სტაფის წარმომადგენელთან შეხვედრა, ტირანასთან მატჩის შემდგომ, მეორე დღესვე გავმართეთ. მიღებული პასუხები ჩვენთვის არადამაჯერებელი და მიმდინარე რეალობასთან აცდენილი იყო, თუმცა მოვითათბირეთ და გუნდისთის გონივრული ვადის მიცემა გადავწყვიტეთ, შედეგად კი ვეტერანებთან შეხვედრა გვთხოვეს. აქვე დიდი პატივისცემა ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, თუმცა შეხვედრას შეხვედრისთვის არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ.

2011 წელს, როდესაც ფანკლუბი ფუძნდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით თუ ამ ფრაზის დაწერა მოგვიწევდა - პირატები ვტოვებთ ტრიბუნას! ვტოვებთ, ვიდრე მთავარი მწვრთნელი არ დაგვემშვიდობება. აქვე გვინდა აღვნიშნოთ - თუ კი ვინმეს სურვილი აქვს მივიდეს სტადიონზე, უმორჩილესად გთხოვთ - პირატების ატრიბუტიკის გარეშე! თქვენი პირატები“.


შეგახსენებთ, რომ უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, „დინამო ბათუმი“ „ტირანასთან“ ორი მატჩის ჯამში, 2:3 დამარცხდა. ალბანეთში გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, განმეორებითი დაპირისპირება კი „დინამო ბათუმმა“ საკუთარ კედლებში 1:2 წააგო.

ფოტო: შავი ზღვის პირატები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნახევარმცველი და მცველი | დე ლაურენტისის და ჯუღელის საუბრის საინტერესო დეტალი
ნახევარმცველი და მცველი | დე ლაურენტისის და ჯუღელის საუბრის საინტერესო დეტალი