ნოა ოკაფორი
Aa
Aa

ოფიციალურად - ოკაფორი მილანის ფეხბურთელია

„მილანი“ შეტევის გაძლიერებას აგრძელებს. კრისტიან პულიშიჩის ტრანსფერის შემდეგ, „როსონერიმ“ „ზალცბურგიდან“ ნოაჰ ოკაფორი დაიმატა.

ამის შესახებ ინფორმაცია, იტალიური გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ჯერჯერობით ტრანსფერის ღირებულება არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის შვეიცარიელი „ბაზელის“ აღზრდილი გახლავთ და პირველ გუნდში 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით თამაშობდა.

ამის შემდეგ, ოკაფორის კარიერაში „ზალცბურგის“ ჯერი დადგა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 110 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 34 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დაბმული და უმწეო ვიყავი“ - დონარუმა ძარცვის დეტალებს იხსენებს
“დაბმული და უმწეო ვიყავი“ - დონარუმა ძარცვის დეტალებს იხსენებს