ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოც იტალიაში? | ბორდოს 9 მილიონი ევრო შესთავაზეს

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ბორდოს შემტევის, ზურიკო დავითაშვილის გადაბირებით იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი გუნდი არის დაინტერესებული.

„ბორდოსთან“ დაახლოებული ჟურნალისტი, ლემენ კარპენიე სოციალურ ქსელში წერს, რომ ჟირონდელებმა ზურიკო დავითაშვილის სანაცვლოდ იტალიიდან 9 მილიონ ევროიანი შეთავაზება მიიღეს.

სააგენტო Girondins4ever-ი დღევანდელ სტატიაში წერს, რომ ქართველი ფეხბურთელის პროფილი იტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამაში მნიშვნელოვანი როლი 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე მის კარგ თამაშს მიუძღვის.

ჟურნალისტი, რომელმაც იტალიელების ინტერესზე ინფორმაცია გაავრცელა, არ აკონკრეტებს, თუ რომელ კლუბს სურს ზურიკოს შეძენა, თუმცა აღნიშნავს, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში, „ბორდოს“ ხელმძღვანელებს მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი „ბორდოში“ გასული სეზონის დასაწყისში იჯარის წესით გადავიდა, სეზონის დასრულების შემდეგ კი ჟირონდელებმა ბათუმის „დინამოდან“ ქართველი ფეხბურთელი გამოისყიდეს. გასულ სეზონში ზურიკომ გუნდის მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი იზრდება | საზონოვი კიდევ ერთი იტალიური კლუბის რადარზე
ინტერესი იზრდება | საზონოვი კიდევ ერთი იტალიური კლუბის რადარზე