საბა საზონოვი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, მოსკოვის დინამო, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

„ეს განსაკუთრებული მომენტი იყო“ - საზონოვმა ევროპის (U21) ჩემპიონატზე ისაუბრა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი საბა საზონოვი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატთან დაკავშირებით მოსკოვის „დინამოს“ ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.

საბა საზონოვი: „ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო, ჩემს ცხოვრებაში ასეთ ტურნირზე პირველად ვითამაშე. განსაკუთრებულად პორტუგალიასთან მატჩი მახსოვს, ჩემი ოფიციალური დებიუტი შედგა, სადაც გოლი გავიტანე. ეს განსაკუთრებული მომენტი იყო. ამ ტურნირისთვის ძალიან სერიოზულად მოვემზადეთ, ყველა მოთამაშემ დიდი სურვილი გამოავლინა და საბოლოოდ ძალიან კარგი პერფორმანსი ვაჩვენეთ''.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ხელოვნურმა ინტელექტმა, Olocip-მა სიმბოლური ნაკრები შეადგინა. თერთმეტეული ფეხბურთელთა მიერ, მოედანზე გატარებული დროისას მოხდენილი გავლენის ჯამური კოეფიციენტით შეირჩა და საუკეთესოთა შორის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წარმომადგენელსაც ვხედავთ. Olocip-ის ტოპ 11-ში საბა საზონოვი მოხვდა, რომელმაც 1.89 ქულა დააგროვა და პაჩეკოსა და მირანდასთან ერთად (ორივე ესპანეთი), დაცვის ხაზში იმყოფება.

საბა საზონოვი: „ეს შესანიშნავი იყო, ჯერ ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის სიმბოლურში მოვხვდი, შემდეგ კი - მთელი ტურნირის. ვფიქრობ, ეს ჩემი თამაშის ინდიკატორია, რაც მთელი ტურნირის განმავლობაში ვაჩვენე. და ეს არ არის ლიმიტი.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დასვენებისთვის მცირე დრო გვქონდა, მსურდა უფრო მეტი ხნით დამესვენა, მაგრამ მესმის, რომ ჩემპიონატი მალე იწყება. მე და ლუკა გაგნიძე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კლუბში დავბრუნდით და მზად ვართ „დინამოსთვის“ ბოლომდე დავიხარჯოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები