გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„მისთვის პრიორიტეტი აღარ ვართ“ - სლოვანში ჩაკვეტაძეზე ისაუბრეს

„სლოვანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ივან კმოტრიკ უმცროსმა გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. სლოვაკური გუნდის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ „ჩაკვეს“ პრიორიტეტი ბრატისლავას დატოვება და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებაა.

„ჩაკვეს საკითხთან მიმართებით, შედარებით რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ გადაწყვეტილება ზუსტად ისეთი არ ყოფილა, როგორიც მედიაში წარმოაჩინეს და დღეს მის აგენტთან კონტაქტიც გვქონდა“, - განაცხადა კმოტრიკ უმცროსმა.

„სლოვანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გულშემატკივრების მხარდაჭერასა და გაყიდული ბილეთებიდან (სლოვანმა ჯერ მხოლოდ 1700 სეზონური ბილეთი გაყიდა) და სპონსორებისგან მიღებული თანხის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამის გამო, კლუბმა, „ჩაკვეს“ საკითხზე, ხელსაყრელი მდგომარეობა დაკარგა: „ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ჩაკვეტაძე ვერ გამოვისყიდეთ, სწორედ ესაა. მისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოვადგენთ და საფრანგეთის ჩემპიონატიდან აქვს შეთავაზება“.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველი 2024 წლის ივნისამდე „გენტის“ საკუთრებაა და გასული სეზონი იჯარით „სლოვანში“ გაატარა. საერთო ჯამში, „ჩაკვემ“ ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, 47 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაბრუნება მესამედ? - რეალისთვის ზიდანი პრიორიტეტია
დაბრუნება მესამედ? - რეალისთვის ზიდანი პრიორიტეტია