ლიონელ მესი, ედენ აზარი, დევიდ ბექჰემი
Aa
Aa

აზარი მესისთან? - ინტერ მაიამი ბელგიელისთვის რეალური ვარიანტია

„ინტერ მაიამი“ გაჩერებას არ აპირებს. მას შემდეგ, რაც ამერიკულ კლუბს ლეო მესი შეუერთდა, დევიდ ბექჰემი ვარსკვლავების გადაყვანის მცდელობას აგრძელებს.

არგენტინელის შემდეგ, გუნდში სერხიო ბუსკეტსი მივიდა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, „ინტერ მაიამი“ ანდრეს ინიესტას და ჟორდი ალბას დაყოლიებასაც ცდილობს.

დღეს კი ავტორიტეტული გამოცემა Relovo გვამცნობს, რომ „ინტერ მაიამი“ ედენ აზარის გადაბირებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ბელგიელი შემტევი „რეალიდან“ წასვლის შემდეგ, კლუბის გარეშეა დარჩენილი და რეალურად მას ბევრი მსურველი არ ჰყავს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რას სთავაზობს დევიდ ბექჰემი აზარს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ზემოთ ნახსენებ გარემოებას, ედენის დაყოლიება ძნელი არ უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ აზარმა „სამეფო კლუბში“ 4 წელი გაატარა და საკუთარი ძალები მეტწილად ტრავმების გამო ვერ წარმოაჩინა. 76 მატჩი, 7 გოლი და 12 საგოლე გადაცემა - ეს არის ბელგიელის მადრიდული მონაგარი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა“ - ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი
“მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა“ - ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი