ლიონელ მესი, დევიდ ბექჰემი, ანდრეს ინიესტა
Aa
Aa

ოფიციალური შეთავაზება - ინტერ მაიამის ინიესტა სურს

როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, ანდრეს ინიესტამ „ვისელ კობი“ დატოვა, მაგრამ საფეხბურთო კარიერა არ დაუსრულებია.

იაპონური კლუბის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე ანდრესმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს და რამდენიმე შეთავაზება აქვს.

Rac1-ის ინფორმაციით, ლეგენდარულ ესპანელს „ინტერ მაიამი“ ეპატიჟება. დევიდ ბექჰემს სურს, რომ ინიესტამ მესისთან და ბუსკეტსთან ერთად ითამაშოს. ჯერჯერობით შეთავაზების პირობები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემს „ინტერ მაიამიში“ ხორდი ალბას და ლუის სუარესის ხილვაც სურს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა.

რაც შეეხება ინიესტას, ვეტერანმა ნახევარმცველმა იაპნურ კლუბში 5 სეზონი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 134 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 26 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაინგოლანი ნაპოლის ახალ თავკაცზე: „მისი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებაა“
ნაინგოლანი ნაპოლის ახალ თავკაცზე: „მისი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებაა“