მილანი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, ლუკა რომერო
Aa
Aa

მილანი ლოფტუს-ჩიკს შეუთანხმდა და ლუკა რომეროს დაყოლიებას ცდილობს

„მილანი“ გუნდის გაძლიერებას გეგმავს. იტალიური მედიის ინფორმაციით, „როსონერი“ რუბენ ლოფტუს-ჩიკის გადაბირებასთან საკმაოდ ახლოს არის.

მხარეებს შორის ძირითადი დეტალები შეთანხმებულია და გასარკვევი მცირე დეტალებია. იტალიური მედიის ინფორმაციით, რუბენის პარალელურად, „მილანი“ „ლაციოს“ თავდამსხმელის ლუკა რომეროს გადაბირებით ინტერესდება.

18 წლის შემტევს „ლაციოსთან“ კონტრაქტი 4 დღეში ეწურება და „როსონერი“ მის დასაყოლიებლად ყველაფერს აკეთებს. თავის მხრივ, რომაული კლუბი ხელშეკრულების გახანგრძლივებას ცდილობს.

რაც შეეხება ლოფტუს-ჩიკს, Sky Sport Italia წერს, რომ მისი ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაჯდება და ეს სტეფანო პიოლის გუნდისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „როსონერი“ სანდრო ტონალიმ დატოვა, რასაც „მილანის“ ქომაგების დიდი კრიტიკა მოყვა. ასევე, გუნდიდან პაოლო მალდინიც გაუშვეს და ახლა გუნდის ხელმძღვანელობა ისეთი ტრანსფერების გაჩარხვას ცდილობს, რომელიც აღნიშნულ უსიამოვნებებს გადაფარავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომანომ დაადასტურა - ზიეჩი ალ ნასრში ითამაშებს
რომანომ დაადასტურა - ზიეჩი ალ ნასრში ითამაშებს