ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

გამოსასყიდი 400 მილიონი ევროა | ბარსელონამ გიუნდოგანის გაფორმება დაადასტურა

გერმანელი ფეხბურთელი, ილქაი გიუნდოგანი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. რამდენიმე წუთის წინ, კატალონიური გრანდის ოფიციალური განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ გიუნდოგანთან შეთანხმება მიღწეულია და კონტრაქტიც გაფორმებულია.

„მანჩესტერ სიტის“ აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა „ბლაუგრანას“ საკუთარი მომავალი 2025 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირა, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მხარეებს შორის ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივებაა შესაძლებელი. „ბარსელონამ“ გიუნდოგანის კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევრო ჩაწერა და მისი წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი „ქალაქელებს“ 2016 წელს შეუერთდა. 2016 წლიდან დღემდე, 32 წლის ნახევარმცველმა „მანჩესტერ სიტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 304-ჯერ მოირგო, 60 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანური გამოცემის, Relevo-ს ცნობით, მისი ანაზღაურება სეზონში 6 მილიონი ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარნლი ვალენსიას დარწმუნებას ცდილობს - კომპანი მამარდას ტრანსფერზე გააქტიურდა
ბარნლი ვალენსიას დარწმუნებას ცდილობს - კომპანი მამარდას ტრანსფერზე გააქტიურდა