კრისტოფერ ნკუნკუ
Aa
Aa

ოფიციალურად | ნკუნკუ ჩელსის ფეხბურთელია

კრისტოფერ ნკუნკუ „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდა. „არისტოკრატებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და მისი ტრანსფერი დაადასტურეს. „ლურჯებმა“ ნკუნკუსთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს და 25 წლის ფრანგის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადეს.

„ჩელსიში გადმოსვლით დაუჯერებლად ბედნიერი ვარ. დიდი ძალისხმევა იქნა გაღებული, რათა ჩემი ტრანსფერი განხორციელებულიყო და ჩემს ახალ მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი. მინდა, ჩელსის გულშემატკივრებს ვაჩვენო, მოედანზე რის გაკეთება შემიძლია.

ლიგა 1-სა და ბუნდესლიგაში მითამაშია და მინდა, ახლა პრემიერ ლიგაში ვიასპარეზო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია. მადლობელი ვარ, გამოწვევისთვის და ჩელსის მაისურის მორგება ჩემთვის საამაყო იქნება“, - განაცხადა ფრანგმა.

ცნობისთვის, კრისტოფერი „ჩელსიში“ „ლაიპციგიდან“ გადავიდა და გერმანულ კლუბს იგი, 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე ნკუნკუმ „ლაიპციგის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 172-ჯერ მოირგო, 70 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტექნიკურ თამაშს უნდა მოუმატოს - რა როლი ექნება კვარას გარსიას ნაპოლიში
ტექნიკურ თამაშს უნდა მოუმატოს - რა როლი ექნება კვარას გარსიას ნაპოლიში