კილიან მბაპე, ემანუელ მაკრონი
Aa
Aa

„ვეცდები ამას მივაღწიო“ - მაკრონი მბაპეს პსჟ-ში დარჩენაზე

კილიან მბაპეს მომავალი ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, გაურკვეველი ხდება და გაზეთებს ახალი საქმე ეძლევათ - სად გააგრძელებს კარიერას მბაპე?

ამჯერადაც, რამდენიმე დღეა ევროპულ პრესაში უამრავი ჭორი დაიწერა, რომ თითქოს კილიანს კვლავ წასვლა სურს და მადრიდის „რეალიც“ მზადაა მას ხელგაშლილი შეეგებოს, თუმცა ყველაფერს ნათელი თავად ფეხბურთელმა მოჰფინა და პსჟ-ს დატოვება გამორიცხა. 1 წლით მაინც.

RMC Sport-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ შეეცდება, რომ მბაპეს ფრანგული კარიერა რაც შეიძლება დიდხანს გააგრძელოს.

ახალგაზრდა პარიზელმა გულშემატკივარმა ემანუელ მაკრონს ჰკითხა, დარჩებოდა თუ არა მბაპე პსჟ-ში.

„სენსაციური ამბები არ მაქვს, მაგრამ ვეცდები ამას მივაღწიო“,

- უპასუხა პრეზიდენტმა ქომაგს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მბაპე „რეალში“ გადასვლასთან ახლოს იყო და დიდი ბრძოლის შედეგად, ფაქტობრივად მთელმა საფრანგეთმა და მათ შორის პრეზიდენტმაც კილიანს გადააფიქრებინეს და მისი მხრიდან პსჟ-სთან ახალი ხელშეკრულებას გასაფორმებლად ყველაფერი იღონეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ორივე თამაშის მოსაგებად ვემზადებით“ - ხვიჩას და ზურიკოს კომენტარები
“ორივე თამაშის მოსაგებად ვემზადებით“ - ხვიჩას და ზურიკოს კომენტარები