ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ჰოლანდი პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ერლინგ ჰოლანდი პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, პრემიერ ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

ნორვეგიელმა გულშემატკივრების ხმებით მოიგო. მისი მთავარი კონკურენტი კევინ დე ბრუინი იყო. მათ შემდეგ სიაში ჰარი კეინი, მარკუს რაშფორდი, მარტინ ოდეგორი, ბუკაიო საკა და კირან ტრიპიე იყვნენ.

ჰოლანდი საუკეთესო მოთამაშე ინგლისის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიითაც გახდა. ნორვეგიელმა ხმების 82% დააგროვა და ხსენებული ჯილდო რეკორდული სხვაობით მოიგო.

ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის რეკორდიც მოხსნა და ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის გამტანი მოთამაშე გახდა. ერლინგმა ენდი კოულისა და ალან შირერის 34-გოლიანი შედეგი გააუმჯობესა. ამჟამად მის ანგარიშზე 36 გოლია.

ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში „სიტის“ რიგებში 51 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, 52 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება