პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა: პრემიერ ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ის 10-11 თვეს გრძელდება

პეპ გუარდიოლა პრემიერ ლიგას ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირად მიიჩნევს.

„უმძიმესი მომენტი ახლოვდება. ჩოგბურთელები ამბობენ, რომ უიმბლდონზე საჩემპიონო ჩაწოდება ყველაზე რთული რამაა. კვირას ყველაფერი ჩვენს ხელში იქნება.

პრემიერ ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია, რადგან ის 10-11 თვეზე მეტხანს გრძელდება. და ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ყველაფერი ჩვენს სტადიონზე, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ დავასრულოთ.

ბოლო ნაბიჯი ყველაზე რთულია, რადგან ბევრი ემოციაა. ჩვენ ვერ ვაპატიებთ საკუთარ თავს, თუ ყურადღება გაგვეფანტება.

გვესმის, რომ ჩემპიონატის მოსაგებად სამი მატჩი გვაქვს. ყოველი მოგებული თამაში მომდევნო შეხვედრამდე გეხმარება.

ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ ის რეალობა, რაც წარსულში მანჩესტერ იუნაიტედის და ასტონ ვილას წინააღმდეგ მოხდა. ფეხბურთი არის ემოციები მომენტში. თუ ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ სახლში, ეს უნდა გავაკეთოთ.

როგორც მწვრთნელი, ვგრძნობ, რომ რაღაცის ნაწილი ვარ. მაგრამ არასდროს ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მე მეკუთვნის. მე მხოლოდ მისი ნაწილი ვარ.

წარმატება შეუძლებელია სპორტული დირექტორის, მენეჯმენტის წარმოუდგენელი მუშაობის გარეშე. და რა თქმა უნდა, ფეხბურთელები - ისინი ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენენ“,

- განაცხადა გუარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსისთან“ შინ გამარჯვების შემთხვევაში, გუარდიოლა „სიტისთან“ ერთად პრემიერ ლიგის ჩემპიონი ბოლო 6 სეზონში მეხუთედ გახდება. გარდა ამისა პეპის გუნდი FA Cup-ის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მილანის „ინტერს“ შეხვდება და ტრიპლეტის შესრულებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი დასრულდა? ნაპოლიდან სპალეტის წასვლა გარდაუვალია
ყველაფერი დასრულდა? ნაპოლიდან სპალეტის წასვლა გარდაუვალია