ხვიჩა კვარაცხელია, სერია A
Aa
Aa

გამოავლინე სეზონის გუნდი - ხვიჩა კვარაცხელია ნომინანტთა სიაშია

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის გუნდში მოსახვედრად იბრძოლებს. ცოტა ხნის წინ, ჩემპიონატის Twitter-გვერდზე ნომინანტთა სია გამოქვეყნდა, რომელშიც „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც არის შეყვანილი.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა გულშემატკივრებმა უნდა გამოავლინონ. ხმის მიცემა ვებ-გვერდ EA.com-ზე უკვე დაწყებულია. იმისთვის, რომ მიცემული ხმა დაფიქსირდეს, გულშემატკივარმა თავისი მოსაზრება ყველა პოზიციაზე უნდა დააფიქსიროს.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე, 4 საუკეთესო მცველი, 3 საუკეთესო ნახევარმცველი და 3 საუკეთესო თავდამსხმელი. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ცნობილ საფეხბურთო სიმულატორ FIFA 23-ში, Ultimate Team-ის რეჟიმში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაემატებიან.

ცნობისთვის, „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას გარდა გამოკითხვაში მონაწილეობას ალექს მერეტი, კიმ მინ ჯე, სტანისლავ ლობოტკა, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და ვიქტორ ოსიმენი იღებენ.

ხმის მიცემას აღნიშნულ ბმულზე შეძლებთ - მიეცი ხმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 31 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა სტრატოსფერული ფეხბურთელია“ - სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა
„ხვიჩა სტრატოსფერული ფეხბურთელია“ - სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა