სტეფ კარი, ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი
Aa
Aa

NBA: ლეიკერსმა გოლდენ სტეიტი გაანადგურა და 2:1 დაწინაურდა

გამთენიისას NBA-ში პლეი-ოფების მორიგი შეხვედრა გაიმართა. დასავლეთ კონფერენციის ფინალში მე-3 მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლა და 127:97 გაანადგურა.

„ელეი“ სერიაში 2:1 დაწინაურდა.

შეხვედრა „გოლდენმა“ კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 30:23-იც მოიგო, თუმცა ამის შემდეგ „ლეიკერსი“ გამოფხიზლდა და მეტოქეს შასნი არ დაუტოვა - 36:18, 27:20, 41:29 სამივე მეოთხედი დიდი ანგარიშით მოიგეს და საბოლოოდ მატჩი 30-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს.

ენტონი დევისს ორმაგი დუბლი ჰქონდა - 25 ქულა, 13 მოხსნა. ლებრონმა 21 ქულა, 8 მოხსნა და 8 გადაცემა მიითვალა. „ლეიკერსმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშა და 6 მოთამაშეს 10 ქულაზე მეტი ჰქონდა, რაც შეხვედრის მოსაგებად გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

„გოლდენ სტეიტის“ მხრიდან 23 ქულით სტეფ კარი გამოირჩა. 16 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა უიგინსს, კლეი ტომპსონმა კი 15 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

სერიის მე-4 შეხვედრა 9 მაისს კვლავ ლოს ანჯელესში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
11 გოლი ბოლო 10 მატჩში - მიქაუტაძემ ნიორთან დუბლი შეასრულა
11 გოლი ბოლო 10 მატჩში - მიქაუტაძემ ნიორთან დუბლი შეასრულა