ბარსელონა, პსჟ, ლიონელ მესი, ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

ალ-ხელაიფმა შეხედულებები შეიცვალა - აქცენტს ფრანგ ტალანტებზე გააკეთებს

ახალი არავისთვის არის, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ლეო მესი „პარი სენ ჟერმენს“ დატოვებს. ფრანგულმა გრანდმა არგენტინელთან მოლაპარაკება შეაჩერა, რადგან თავად ფეხბურთელი ამის წინააღმდეგია.

ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ნასერ ალ-ხელაიფმა შეხედულებები შეიცვალა და პსჟ-ს მომავალს ვარსკვლავებზე აღარ ააწყობს. ნასერი აქცენტს ფრანგ ტალანტებზე გააკეთებს.

ეს ფაქტი კი „ბარსელონას“ კარს უხსნის. დიდი ხანია „ბლაუგრანას“ ლეოს დაბრუნება სურს და წინააღმდეგი არც თავად მესია. კატალონიური გრანდი იმედოვნებს, რომ 7 ოქროს ბურთის მფლობელთან მოლაპარაკების დროს პრობლემა მხოლოდ ფინანსური საკითხი იქნება და არა რაიმე სხვა.

მოგეხსენებათ, „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები აქვს. მათ ჯერ კიდევ ემუქრებათ საფრთხე, რომ ზაფხულში გავის უფასოდ დაკარგავენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ბლაუგრანა“ ახალ და საჭირო ფინანსებს არ მოიძიებს. ამ მომენტისთვის, კლუბის სახელფასო ჭერი შევსებულია.

ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის თქმით, ამ მომენტისთვის „ბარსელონას“ ლიონელ მესის გუნდში დარეგისტრირება არ შეუძლია. ეს საკითხი თავის მხრივ არგენტინელი შემტევისთვის პრობლემაა, რადგან მან უნდა გადაწყვიტოს სად გააგრძელებს კარიერას სეზონის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტუხელი: “ჩვენს ხელში ქულები ქვიშასავით ცვივა“
ტუხელი: “ჩვენს ხელში ქულები ქვიშასავით ცვივა“