სიმონე ინძაგი
Aa
Aa

ინძაგი: ნახევარფინალში გასვლა დავიმსახურეთ

სიმონე ინძაგიმ „ინტერის“ ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და „ბენფიკასთან“ ორმატჩიანი დაპირისპირება შეაფასა.

„დღევანდელი საღამოთი მთელი გუნდის თამაშით ბედნიერი ვარ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ ორ მატჩში გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც იქამდე მთელს სეზონში მხოლოდ ორი შეხვედრა ჰქონდა წაგებული.

ახლა ნახევარფინალში ვართ და ეს ოცნებაა, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. ამ მიზნის მისაღწევად ერთიანები ვიყავით.

კარგად ვიცი კრიტიკა საიდანაც მოდის. მრავალი წელია ფეხბურთში ვარ და ამას მიჩვეული ვარ. ვმუშაობ იმისთვის, რომ ქომაგები გავახარო.

ჩვენ ნახევარფინალში გასვლა დავიმსახურეთ. დღეს ჯეკომ დაიწყო და არა ლუკაკუმ? ჩემი მიზანი არის ის, რომ ოთხივე ფორვარდი ჩემს განკარგულებაში იყოს და ეს აქამდე არასდროს მომხდარა. ახლა ყველაფერი რიგზეა და სამატჩო განაცხადი უბრალოდ გიჟური გახდა, მაგრამ გუნდის როტაცია მიწევს და ეს დამეხმარება“.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ ნახევარფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება. მეორე წყვილში კი ფინალისთვის ვინაობას „სიტი“ და „რეალი“ გაარკვევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ხასიათი და პიროვნება აქვს... ასეთ მომენტებში შენ იზრდები...“
„კვარას ხასიათი და პიროვნება აქვს... ასეთ მომენტებში შენ იზრდები...“