ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: “შევქმენით ღირსეული გუნდი, რომელიც ახალ ისტორიას წერს“

აურელიო დე ლაურენტისის მიმართ ნეაპოლში აგრესია მძვინვარებს. ამის პარალელურად, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა CalioNapoli-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

დე ლაურენტისი:

„“მილანი“? ისეთ პროფესიონალთან ერთად, როგორიც სპალეტია გარანტიები არსებობს. დარწმუნებული ვარ, ეს დიდებული მატჩი იქნება. ჩემს გულში ნეაპოლი თვალთმაქცობისა და სულელური წესებისკენ სწრაფვას წარმოადგენს. უბრალოდ გადახედეთ კინოებს, სერიალებს, ტელევიზიას. ნეაპოლი განიცდის რენასანსს, რომელშიც ქალაქი ყოველთვის მთავარი გმირია.

უცხოელები და ამერიკელები აქ დიდი რაოდენობით ჩამოდიან და ვფიქრობ, ამ ქალაქს სჭირდება კომიტეტი, რათა მოხდეს ამ ადამიანების მიღება, დასაქმება და განვითარება. მე მხოლოდ უცხოელებს არ ვგულისხმობ. ვსაუბრობ იტალიის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულ ტურისტებზე.

სკუდეტო? ფეხბურთის ახალი ისტორიის შექმნის წინააღმდეგი არ ვარ. ნეაპოლელები ამას 33 წელია ელოდებიან. მარადონა? ისტორიაში ყველა მომენტი განსხვავებულია. თანამედროვე ფეხბურთი კი მარადონას ეპოქისგან ძალიან განსხვავდება. ჩვენ ვამაყობთ, რომ შევქმენით ღირსეული გუნდი. გუნდი, რომელიც ისტორიას წერს და ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში დიდებულ ფეხბურთს ითამაშებს.

მე ჩუმი გულშემატკივარი ვარ, რადგან ძალიან ყურადღებით ვაკვირდები რა ხდება მოედანზე. სწორედ ამ მიზეზით, ენას ყოველთვის კბილს ვაჭერ. ტიტული მიმდინარე სეზონში? რა თქმა უნდა!! სხვა ვერაფერს ვერ დავამატებ.“

შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისმა დაცვის ესკორტი დაიქირავა, რადგან მის წინააღმდეგ, როგორც უკვე მოგახსენეთ ნეაპოლში აგრესია მძვინვარებს. ამის მიზეზი კი „ნაპოლის“ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაზრდილი ფასებია.

რაც შეეხება „ნაპოლის“, სპალეტის გუნდს სერია ა თითქმის მოგებული აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, „მილანთან“ მეოთხედფინალური პირველი დაპირისპირება წააგო. განმეორებითი მატჩი კი 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილი ტრავმის გამო შეცვალეს - კრემონეზემ ემპოლის მოუგო
ლოჩოშვილი ტრავმის გამო შეცვალეს - კრემონეზემ ემპოლის მოუგო