ანტონიო კასანო, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„რეალში მხოლოდ პიჯაკის გამო ახსოვთ“ - მოურინიომ კასანოს უპასუხა

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ვეტერან იტალიელ ფეხბურთელს, ანტონიო კასანოს უპასუხა და განაცხადა, რომ მას „რეალში“ მას მხოლოდ პიჯაკის გამო იხსენებენ.

რას ამბობს ჟოზე:

ყველა ადამიანს შეუძლია კრიტიკა და ყველას თავისი პრეფერენციები აქვს. მაგრამ როდესაც საქმე ანტონიო კასანოს მსგავს ადამიანებს ეხებათ, მაშინ სიტუაცია განსხვავებულია. ის ხუმრობს, დანარჩენები კი მის ნათქვამს სერიოზულად იღებენ. რიცა ის „რომას“ ან მოურინიოს აკრიტიკებს, ამით სიამოვნებას იღებს.

კასანო „რომაში“, „ინტერსა“ და „რეალში“ თამაშობდა. მადრიდში ის მხოლოდ პიჯაკის გამო ახსოვთ, „რომაში“ იტალიის სუპერთასი მოიგო და იმ მატჩში საერთოდ არ უთამაშია, „ინტერში“ კი ლომბარდიის თასის აღებაც ვერ შეძლო.

მე ძალიან კარგად ვიცი რასაც მივაღწიე „ინტერში“, „რეალსა“ და „რომაში“. კასანოს შეიძლება ჩემთან ჰქონდეს პრობლემები, მაგრამ მე მასთან არასდროს მექნება. მას მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვუთხრა: ფრთხილად, ანტონიო, შენ 40 წლის ხარ, მე კი 60. ხანდახან ცხოვრებაში მარკო ლივაია ჩნდება და შემდეგ რთულდება.

ლივაიას ხსენებისას, მოურინიო სავარაუდოდ 2012/13 წლების სეზონში, კასანოსა და ხორვატი თავდამსხმელის კონფლიქტს გულისხმობდა, რომელშიც იტალიელი ფეხბურთელი დამარცხებულად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ანტონიო კასანომ ჟოზე მოურინიოს „რეალში“ შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „სამეფო კლუბმა“ ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგას, რადგან პორტუგალიელ სპეციალისტს ფეხბურთი „ფეხებზე ჰკიდია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ახლავე გეტყვი, მოემზადე ტანჯვისთვის“ - მე ედერ მილიტაო ვარ
“ახლავე გეტყვი, მოემზადე ტანჯვისთვის“ - მე ედერ მილიტაო ვარ