ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა
Aa
Aa

უნდა მისცენ, თუ არა ხვიჩას 10-ნომრიანი მაისური - უმცროსი დიეგო მარადონას პასუხი

ლეგენდარული დიეგო მარადონას შვილმა, უმცროსმა დიეგო არმანდო მარადონამ ტელეკომპანია Teleclubitalia-ს ეთერში საკუთარი მოსაზრება გამოთქვა უნდა მისცენ, თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას 10-ნომრიანი მაისური.

რას ამბობს უმცროსი დიეგო:

ამ თემაზე აზრი არასდროს შემიცვლია. მახსოვს, როდესაც მე და ინსინე 10-ნომრიან მაისურზე ვსაუბრობდით, ვუთხარი, რომ არ შემეძლო მისთვის 10-ნომრიანი მაისურის დათმობა და თუ სურვილი ექნებოდა, შეეძლო 24-ნომრიანი მაისური აეღო. იგივე შემიძლია ვთქვა კვარაზეც... ჩვენ ძალიან ძლიერ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, მაგრამ 10-ნომრიანი მაისური ხელშეუხებელია.

რაც შეეხება „ნაპოლის“ საჩემპიონო რბოლას, არასდროს მინახავს, რომ გუნდებს ტიტული მარტში მოეგოთ. თუმცა გზა კიდევ გრძელია და მიწაზე უნდა დარჩნენ. აქ, სადაც ვცხოვრობ, ჩემპიონის ყველა ბანერი დავჭერი, რადგან ტურნირის მოგებამდე ბანერების გამოფენა არ შეიძლება. გზა ჯერ კიდევ გრძელია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იტალიაში არაერთმა ცნობილმა პიროვნებამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ლეგენდარული დიეგო მარადონას 10-ნომრიანი მაისური უნდა აიღოს. ცნობისთვის, „პარტენოპეიში“ მარადონას თამაშის შემდეგ, გუნდმა 10 ნომერი ხმარებიდან საერთოდ ამოიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გოლი მართლაც სიგიჟე იყო“ - ვიერიმ კვარაზე ისაუბრა
„მისი გოლი მართლაც სიგიჟე იყო“ - ვიერიმ კვარაზე ისაუბრა