ნეიმარი
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა - ნეიმარი პარი სენ-ჟერმენის დატოვებას არ აპირებს

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვებას არ აპირებს და კარიერის დასრულება „პარკ დე პრენსზე“ სურს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Athletic-ი ავრცელებს და წერს, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

სხვადასხვა დროს, „ნეის“ „ჩელსისა“ და „ბარსელონას“ უკავშირებდნენ. რამდენიმე გამოცემამ დაწერა, რომ „არისტოკრატების“ ინტერესი სერიოზული იყო, მაგრამ The Athletic-ის მიხედვით, ნეიმარი წასვლას არც მაშინ აპირებდა და გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, „ნეისთვის“ ფინანსური მხარე მნიშვნელოვანი არაა და სურს, მაქსიმუმი გააკეთოს, რათა „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინოს. მას ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და შესაძლოა, ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ნეიმარმა მონაწილეობა 29 შეხვედრაში მიიღო და 18 გოლი და 16 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 19 თებერვალს, მან კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც, „ბაიერნთან“ გასამართ შეხვედრებში ვერ ითამაშა და გუნდს სეზონის ბოლომდე გამოაკლდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რამდენიმე შემაფერხებელი ფაქტორი იყო“ - იანი მერაბთან წაგების შემდეგ
„რამდენიმე შემაფერხებელი ფაქტორი იყო“ - იანი მერაბთან წაგების შემდეგ