გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„გაუმარჯოს მეფე გიორგის!“ - მიქაუტაძე საუკეთესოდ დაასახელეს

გიორგი მიქაუტაძე „ანესისა“ და „მეცის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვა ფრანგულმა გამოცემამ, republicain-lorrain-მა ჩაატარა და ქართველმა თავდამსხმელმა, რომელმაც 3:0 მოგებულ შეხვედრაში დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხმების 84 პროცენტი მიიღო.

მიქაუტაძის ასპარეზობა უყურადღებოდ არც სპორტულ ვებგვერდს, Socios-fcmetz.com-ს დაუტოვებია, რომელიც საკუთარ მომხმარებელს ფრანგულ კლუბზე სიახლეებს 2010 წლიდან აწვდის. ზემოთ ხსენებული ვებგვერდის მიხედვით, მცირე შანსია, გიორგი „მეცში“ დარჩეს და იგი უმაღლესი დონის ჩემპიონატებში თამაშს იმსახურებს.

„დუბლითა და საგოლე გადაცემით, გიორგი მიქაუტაძემ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე დაისაკუთრა. ქართველმა შემტევმა თავისი კლასი მეცის მესამე გოლისას აჩვენა, როცა ბურთის მოსაპოვებლად არავის დახმარება დასჭირვებია, 3 მეტოქე გააქრო და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მიქაუტაძე მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია და ასეთი თამაშით ტოპ ჩემპიონატებში ასპარეზობას იმსახურებს. რთულია, მისი უახლოესი მომავალი მდინარე მოსელის ნაპირებზე წარმოვიდგინოთ. მიუხედავად ამისა, მოდით, მისი ფეხბურთით ვისიამოვნოთ და გაუმარჯოს მეფე გიორგის!“, - წერს Socios-fcmetz.com-ი.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ში მიქაუტაძეს 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, მის გუნდს კი 44 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ბორდოს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა მოხდა გასახდელში | ნაპოლის ლიდერების ქმედებები და ხვიჩას სიტყვა
რა მოხდა გასახდელში | ნაპოლის ლიდერების ქმედებები და ხვიჩას სიტყვა