ლივერპული, იურგენ კლოპი, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

“ხმაური და ელექტრო ატმოსფერო გვჭირდება“ - კლოპი მანჩესტერთან მატჩის წინ

პრემიერ ლიგაში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა კლოპმა?

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის „მანჩესტერის“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული არის ამ გუნდების ინტენსივობა, რომლის შეცვლაც არცერთს არასდროს არ სურს, მაგრამ როდესაც ინტენსივობა ასეთ დონეზეა აწეული შეიძლება ისეთი რაღაცები მოხდეს, რაც ფეხბურთს სცდება. ეს კი არავის გვინდა.

„მანჩესტერთან“ მატჩში სტადიონზე გვინდა იყოს დიდი ხმაური და ელექტრო ატმოსფერო. სიტუაცია პარტიზანულს უნდა ჰგავდეს. პირველ რიგში, რაც ჩვენ არ გვინდა არის შეურაცხმყოფელი სიმღერები და შეძახილები. ვნება უნდა შევინარჩუნოთ და შხამი არ გვჭირდება.

ტენ ჰაგის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და მარტივ დაპირისპირებას არ ველოდები. არავინ იფიქროს, რომ ჩემი გუნდი ვინმეზე რამით ნაკლებია. პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, 3 ქულის მოპოვებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ლივერპული“ ცუდად გამოიყურება და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება. „იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება 5 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩალჰანოღლუ: “ჩემს თავს ევროპის ტოპ 5 ნახევარმცველში ვხედავ“
ჩალჰანოღლუ: “ჩემს თავს ევროპის ტოპ 5 ნახევარმცველში ვხედავ“