სარი: ჩემი, თუ სპალეტის ნაპოლი? მისი, რადგან სკუდეტოს მოიგებენ
Aa
Aa

სარი: ჩემი, თუ სპალეტის ნაპოლი? მისი, რადგან სკუდეტოს მოიგებენ

სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლიმ“ „ლაციოს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მაურისიო სარიმ ლუჩანო სპალეტის ტაქტიკური დუელი მოუგო.

სარიმ მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნეაპოლელები ჩემპიონები გახდებიან.

„ეს გამარჯვება სამ მნიშვნელოვან ქულას ნიშნავს, რადგან ის ავიღეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარე სეზონში ცალკე თავის ჩემპიონატში თამაშობს. ჩემმა გუნდმა უმაღლეს დონეზე ითამაშა, ყურადღების, თავდადებისა და მონდომების თვალსაზრისით. ასევე ტექნიკის თვალსაზრისით. ჩვენ უკეთ თამაშიც შეგვიძლია.

ჩვენი პრობლემა ერთი მატჩი არ არის, ჩვენი პრობლემა უწყვეტი კონცენტრაციის პოვნაა. შარშანდელთან შედარებით ეს ნაკლებად ხდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მხრივ სწორ გზას ვადგავართ.

დღევანდელი მატჩი ჩემი გარემარბებისთვის მსხვერპლის გაღების დღე იყო, რადგან მათ დაცვაში დიდი სამუშაო გასწიეს და მაღალი დონის თამაში აჩვენეს.

ეს გამარჯვება მაფიქრებინებს, რომ ახლა ძილის დროა. სამშაბათს კი თასზე ვითამაშებთ. ახლა ამაზე ფიქრის დროა. სატურნირო ცხრილში ჩახედვის დრო ნამდვილად არ არის.

სპალეტი? ის ამ სეზონის შემდეგ მეფე გახდება. თუ, ის იმ შედეგს მიაღწევს, რასაც წესით უნდა მიაღწიოს. ჩემი ნაპოლი ჯობდა, თუ სპალეტის? სილამაზე განსხვავებულად აღიქმება. მაგალითად, თუ ქერა მოგწონს, არ უნდა თქვა, რომ შავგრემანი მახინჯია. განსხვავება ის არის, რომ სპალეტის გუნდი ჩემპიონი გახდება“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველი მატჩი დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი ლაციოს მატჩამდე - აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ნაპოლი ლაციოს მატჩამდე - აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს