პსჟ, აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

დაკითხეს და ბრალი წაუყენეს - ფრანგული მედია ჰაკიმის საქმეზე

პსჟ-ს ფეხბურთელი აშრაფ ჰაკიმი გაუპატიურებაშია ბრალდებული. AFP-ის ინფორმაციით, მაროკოელი მიმდინარე კვირის ხუთშაბათს დაკითხეს. მას მოსამართლემ ბრალი წაუყენა და სპორტსმენი სასამართლოს კონტროლის ქვეშ მოაქცია.

ფრანგული მედიის ინფორმაციით,ჰაკიმისა და ქალბატონის ურთიერთობა 16 იანვარს სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ საშუალებით დაიწყო. 25 თებერვალს კი ჰაკიმმა მასთან შესახვედრად ბინა იქირავა. ახალგაზრდა ქალის ინფორმაციით, ჰაკიმმა მას ტანსაცმლის გახდა დაუწყო და ტუჩებში ძალით აკოცა.

პსჟ-ს მარჯვენა მცველი მას მკერდზეც შეეხო. ცნობილი ხდება ისიც, რომ აშრაფი მას სასქესო ორგანოზეც შეეხო ხელით და ამ დროს მან ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მიიღო.

LeParisien წერს, რომ მსხვერპლმა ფეხბურთელს ფეხი ჩაარტყა და მისი სახლიდან გაიქცა. საბოლოოდ მას თავისმა მეგობარმა მიაკითხა მანქანით და სახლში წაიყვანა. ჯერჯერობით, ამასთან დაკავშრებით „პარი სენ ჟერმენს“ და თავად ჰაკიმის არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

24 წლის ჰაკიმს მადრიდის „რეალში“ (2017-20), „დორტმუნდსა“ (2018-20) და მილანის „ინტერში“ (2020-21) უთამაშია. 2021 წლიდან ჰაკიმი პსჟ-ს ფეხბურთელია, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი კლასიკოს შემდეგ: შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშით არც ისე
ჩავი კლასიკოს შემდეგ: შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშით არც ისე