ისტორია დაიწერა - საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
Aa
Aa

ისტორია დაიწერა - საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი დასკვნითი მატჩი თბილისში ისლანდიის წინააღმდეგ გამართა და 77:80 დამარცხდა, თუმცა სხვაობა მისაღები იყო და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ჩვენ დაგვრჩა.

ისლანდიაში მატჩი 88:85 მოვიგეთ, ამიტომ ისლანდიელებს ამ შეხვედრაში 4-ქულიანი ფორით გამარჯვება სჭირდებოდათ (თუ, 88 ქულამდე ასვლას ვერ შეძლებდნენ).

პირველი ორი მეოთხედი დაძაბული და თანაბარი გამოდგა. პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა, მეორეში კი ისლანდიამ 24:23 მოიგო.

დიდ შესვენებამდე საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო. 10 ქულა ჰქონდა შენგელიას და 8 მაკფადენს. მეტოქე კი უფრო გუნდურად თამაშობდა და ქულებს ცვლილებაზე შემოსული მოთამაშეებიც აგროვებდნენ. სხვების ფონზე გამორჩეული მხოლოდ ფრიდრიკსონი იყო, რომელმაც საწყის ორ მეოთხედში 16 ქულა ჩააგდო.

დიდი შესვენების შემდეგ, მესამე მეოთხედი დაახლოებით იმავე სტილში გაგრძელდა. ისლანდიელები გუნდურად, ზუსტად და ეფექტურად მოქმედებდნენ, საქართველოს ნაკრები კი შიგადაშიგ აფეთქებებით გამოირჩეოდა. საბოლოოდ, მეტოქემ ეს მეოთხედიც 1 ქულით მოიგო - 19:18.

მეოთხე მეოთხედში ისლანდია კვლავ წინ გაიჭრა და რამდენიმე წუთით სასურველი 4-ქულიანი ფორაც ჰქონდათ, თუმცა სხვაობა ნელ-ნელა დავქაჩეთ და 45 წამით ადრე ტად მაკფადენმა მე-6 ზუსტი სამიანი ისროლა და 76:75 დავწინაურდით.

35 წამით ადრე ისლანდია 2 ქულით წინ გავიდა. ბოლო წამებზე ტაქტიკური ომი დაიწყო. მეტოქე 3 ქულით დაწინაურდა, თუმცა ბურთი ჩვენ დაგვრჩა და ანგარიშის შენარჩუნება ხელს გვაძლევდა. ილიას ზუროსის გუნდმა -3-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა და შეხვედრა დასრულდა! საოცრად დრამატული შეხვედრა და ისტორია დაიწერა!

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო შერმადინი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო. შენგელიას 21 ქულა ჰქონდა, მაკფადენს კი 17.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ილიას ზუროსის გუნდმა ასევე მნიშვნელოვანი დაპირისპირება ნიდერლანდებთან სტუმრად 88:80 მოიგო.

ამრიგად, ისტორია დაწერილია - სქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმძიმესი ბრძოლა - საგინაშვილმა გასპარინი დაამარცხა
უმძიმესი ბრძოლა - საგინაშვილმა გასპარინი დაამარცხა