ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კაჭკაჭების მთავარი სამიზნეა | ნიუკასლი ხვიჩათი ინტერესდება

„ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე უცხოური გამოცემები აქტიურად წერენ. გუშინ, ესპანურ პრესაში, იგი მადრიდის „რეალს“ დაუკავშირეს, დღეს კი ბრიტანულმა გამოცემებმა განაცხადეს, რომ მისი გაფორმება „ნიუკასლს“ სურს.

Football Insider-ის მიხედვით, „კაჭკაჭებისთვის“ „კვარა“ პრიორიტეტია და ზაფხულში, იგი მათი ნომერ პირველი სამიზნე იქნება. თუ „ნიუკასლმა“ მიმდინარე სეზონი პრემიერ ლიგის ოთხეულში დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, კლუბს სატრანსფერო ბაზარზე სოლიდური თანხების დახარჯვა შეეძლება და „კაჭკაჭები“ კვარაცხელიას გადაბირებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის „ნაპოლის“ მომდევნო გაჩერება „სასუოლოა“, რომელსაც პარასკევს, თბილისის დროით, 23:45-ზე გაეჯიბრება. ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, „პარტენოპეი“ თავის შეხვედრას 22 თებერვალს გამართავს. ნეაპოლური გრანდი სტუმრის სტატუსით „აინტრახტთან“ იასპარეზებს.

ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „კვარას“ ანგარიშზე 9 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. იგი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტია, რომელსაც ეს სტატისტიკა აქვს გაფორმებული. ყველა ტურნირის ეგიდით, მან 23 მატჩში ითამაშა და 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაგოსტინო: „ხვიჩა ფიგუს მაგონებს“
დაგოსტინო: „ხვიჩა ფიგუს მაგონებს“