ტოტენჰემი, მილანი
Aa
Aa

„ლონდონში უფრო რთული მატჩი იქნება“ - კონტესა და პიოლის კომენტარები

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე „მილანმა“ შინ „ტოტენჰემი“ 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი „მილანის“ შემტევის, ბრაჰიმ დიაზის ანგარიშზეა. 

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი: „რთული მატჩი გამოვიდა, თუმცა „ტოტენჰემი“ ძლიერი გუნდია და კიდევ უფრო რთულ მატჩს ლონდონში ველით. კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა სამწუხაროა, რომ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ. ეს გამარჯვება თავდაჯერებას დაგვიბრუნებს და იმ ფეხბურთის თამაშს დავუბრუნდებით, რომელიც მოგვწონს“.

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე: „თანაბარი თამაში გამოვიდა. ჩვენი მინუსი ისაა, რომ მე-7 წუთზე ისეთი გოლი გავუშვით, რომლის თავიდან აცილება დიდი ძალისხმევის გაღების გარეშე, მარტივად შეგვეძლო. ამ გოლის შემდეგ სივრცეების პოვნა გაგვიჭირდა და ანგარიში ვერ გავათანაბრეთ.

„მილანი“ პატივისცემას იმსახურებს, იტალიის მოქმედი ჩემპიონია, თუმცა ჯერ მხოლოდ პირველი შეხვედრა დასრულდა, მეორე მატჩი წინაა. ვეცდებით, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“.

მატჩის მიმოხილვა

 

კაკას შემდეგ ბრაჰიმ დიაზი „მილანის“ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის სტადიაზე გოლი გაიტანა. 2004 წლის მარტში კაკამ 21 წლისა და 336 დღის ასაკში „დეპორტივოს“ გაუტანა. ბრაჰიმ დიაზმა „ტოტენჰემს“ 23 წლისა და 195 დღის ასაკში შეუგდო.

„ტოტენჰემისა“ და „მილანის“ საპასუხო დაპირისპირება 9 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები