როდრიგო ბენტანკური
Aa
Aa

ტოტენჰემს პრობლემები არ ელევა - ბენტანკურმა სერიოზული ტრავმა მიიღო

ანტონიო კონტეს „ტოტენჰემს“ პრობლემები არ ელევა. „დეზებმა“ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და გვაუწყეს, რომ როდრიგო ბენტანკური მიმდინარე სეზონში გუნდს ვერ დაეხმარება. ბენტანკურმა ტრავმა „ლესტერთან“ შეხვედრაში მიიღო და მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.

როგორც მოგეხსენებათ, „ტოტენჰემს“ უგო ლორისიც ტრავმირებული ჰყავს. ფრანგი მეკარე 6-8 კვირას გამოტოვებს და მის არყოფნაში, ლონდონელები ფრეიზერ ფორსტერის იმედად არიან. ამ უკანასკნელმა მთლად კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და „ლესტერისგან“ 4 გოლი მიიღო.

საინტერესოა, რომ ლორისის ტრავმის გამო, „დეზებმა“ ბენ ფოსტერის გაფორმება სცადეს. მას კარიერა დასრულებული აქვს და საკუთარ პოდკასტზე მუშაობს, თუმცა ლონდონელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ხელთათმანების მორგებაზე დაეყოლიებინათ. Daily Mail-ის ცნობით, „ტოტენჰემს“ არაფერი გამოუვიდა, რადგან პრემიერ ლიგამ ფოსტერის გადაყვანის უფლება არ მისცა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს გუნდს 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილს იკავებს. „დეზებს“ მომდევნო შეხვედრა 19 თებერვალს ელით და ლონდონურ დერბიში „ვესტ ჰემსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპაში საუკეთესოა | ხვიჩას რომელი ქმედება გამოარჩია Gazzetta-მ?
ევროპაში საუკეთესოა | ხვიჩას რომელი ქმედება გამოარჩია Gazzetta-მ?