ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ევროპაში საუკეთესოა | ხვიჩას რომელი ქმედება გამოარჩია Gazzetta-მ?

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ მაისურით თავის გამოჩენას განაგრძობს. 22 წლის შემტევმა საკუთარ დაბადების დღეს „კრემონეზეს“ გაუტანა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში 9 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. სტატისტიკის აღმრიცხველი სააგენტოს, Opta-ს მიხედვით, „კვარა“ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ეს მაჩვენებლები აქვს დაფიქსირებული.

„კრემონეზესთან“ მატჩის შემდეგ, კვარაცხელიაზე ბევრმა იტალიურმა გამოცემამ დაწერა და La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში ხვიჩას ერთ-ერთი ქმედება გამოარჩიეს. აი, რას წერს ავტორიტეტული გაზეთი:

„ჩემპიონები ჯერ გონებაში ხდებიან, შემდეგ კი - ფეხში. გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე ლამაზი ქმედება მისი ბრწყინვალე მოძრაობა ან დარტყმა, რომელმაც თამაში გახსნა, არ ყოფილა. მისი ყველაზე ლამაზი ქმედება კუთხურზე უარის თქმა იყო, რომლის მოპოვებაც მარტივად შეეძლო. ამის ნაცვლად, მან იერიშის გაგრძელება ინდივიდუალურად გადაწყვიტა. ჟინში, რომლითაც ქართველი ფეხბურთელი ბურთს მისდევს, სანამ ის ხაზს გადაკვეთს, კარგად ჩანს სიხარული და სიამოვნება, რომელსაც იგი ფეხბურთის თამაშით იღებს“.

შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 59 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს, თუმცა „ნერაძურის“ თავისი 22-ე მატჩი ჯერ გასამართი აქვს და დღეს „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეს ეფექტური პასი - სლოვანი უშუალო კონკურენტს დაუზავდა
ჩაკვეს ეფექტური პასი - სლოვანი უშუალო კონკურენტს დაუზავდა